19 თებერვლის ბიუროს სხდომა

19 თებერვალს, 11:00 სთ-ზე,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.

სხდომას მარტვილის მინიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

ბიურომ დაამტკიცა საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატანი შემდეგი საკითხები :

  1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“-თვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების (პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების-სამსახურის უფროსების) ანგარიშის შეფასება 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფ გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს/კ: 41.17.32.493  არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სახელმწიფოსთვის   უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის თაობაზე  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. სხვადასხვა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content