✅28 თებერვალს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
👉სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
📎1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📎2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
📎3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი – როლანდ წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი/
📎4. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილების შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოების მოწონების თაობაზე;
/მომხსენებელი – ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/