19 თებერვალს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 თებერვლის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი – ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“-თვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების (პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების-სამსახურის უფროსების) ანგარიშის შეფასება 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფ გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს/კ: 41.17.32.493 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
- სხვადასხვა.