17 თებერვლის საკრებულოს მორიგი სხდომა

17 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, მარტვილის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს ტამვჯომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 17 თებერვლის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი – როლანდ წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – როლანდ წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრის, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს №25 ოლქის დელეგატის ილია ინჯიას ბიუროსთვის, ბიუროს არსებიბის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების – სამსახურის უფროსების ანგარიშების შეფასება 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content