12 აპრილის კომისიების გაერთიანებული სხდომა

12 აპრილს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და  სივრცით-   ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (მდებარე მუნიციპალიტეტი მარტვილი თავისუფლების ქ. №10  ს/კ: 41.09.37.115.01.504) ფართიდან 20 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ერთი ოთახი) ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის  ,,კეთილმოწყობის ცენტრი” სთვის არსებობის ვადით,  უზუფრუქტის წესით გადაცემის თაობაზე  მერისთვის თანხმობის მიცების შესახებ.
/მომხსენებელი- ზურაბ მელიავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა    კომისიის თავმჯდომარე/

2.,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების   თაობაზე”   მარტვილის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2014  წლის 21 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და         სივრცით-   ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content