15 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისი ის სხდომები გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
-მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე.
/მომხსენებელი- ზურაბ მელიავა,საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
-2024 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფნანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ.
/მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/