20 მაისს, 11:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე;
/მომხსენებელი – ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა;
/მომხსენებელი – გრიგოლ კიკალიშვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის, 70%-ით შემცირების შესახებ;
/მომხსენებელი – სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების , ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი – ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 01 აპრილის №9 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი – სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების , ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
7. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (თავისუფლების ქ. №10-ში მდებარე 59.80 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის ს.კ: 41.09.37.115.01.500) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების , ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
8. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 ივნისის №14 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
9. ქალაქ მარტვილში თავისუფლების ქ.N18-ში ავტოსადგურის მოწყობის შესახებ წინადადების მოწონების თაობაზე.
/მომხსენებელი – გრიგოლ კიკალიშვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/