5 ივლისის საკრებულოს მორიგი სხდომა

5 ივლისს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.

სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სალხინო-ტალერი-დიდი ჭყონის   წყალმომარაგების სისტემის ობიექტების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრი“-სთვის, მეთვალყურეობისა და მოვლა პატრონობის მიზნით, უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

  1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებულ მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშების თაობაზე;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით: 50 კვ.მ. ს.კ: 41.16.33.458)  ს.ს.ი.პ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლისთვის, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

  1. სხვადასხვა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content