მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და მარტვილის მუნიციპელიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან ერთად, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე პროექტ „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ საკითხები განიხილეს. პროექტის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, სურსათის წარმოების გაძლიერება.
პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩა სამი სამიზნე მუნიციპალიტეტი: მარტვილი, კასპი და ჩოხატაური. პროექტის მთავარი პარტნიორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროექტის ბენეფიციარები არიან შერჩეული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლება, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, ასევე შერჩეული მუნიციპალიტეტების სოფლის თემები, მათ შორის სოფლად მცხოვრები ოჯახები, სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლები, მწარმოებელთა ჯგუფები, სექტორული ასოციაციები, ახალგაზრდული ჯგუფები და ქალები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content