“ლეგენდების ქვეყანა” დახურვა

🎼 2 აგვისტოს  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალის მონაწილეებმა სხვადასხვა ნომერი კულტურის სახლის წინ, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შეასრულეს, ხოლო ღონისძიების დაწყებამდე  საზეიმო მსვლელობა გამართეს ქალაქის ცენტრში.

👉ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ  🇬🇪საქართველოს, 🇱🇻 ლატვიის, 🇹🇷 თურქეთის, 🇦🇲 სომხეთის, 🇮🇩 ინდონეზიის, 🇧🇾ბელორუსიის,  სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. მათ 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე საქართველოს 4 მუნიციპალიტეტი მოიარეს და საკუთარი ფოლკლორული ნომრები გააცნეს მაყურებელს.

დასკვნითი ღონისძიება მარტვილში მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დაიხურა.

ფესტივალის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და ფესტივალის ორგანიზატორმა ბადრი გვილავამ ფესტივალის დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

#ლეგენდებისქვეყანა

#მარტვილისმუნიციპალიტეტი

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content