ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში საზეიმოდ დაიხურა.
ფესტივალის მონაწილეებმა სხვადასხვა ნომერი ქალაქ მარტვილის ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შეასრულეს.
ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს, ლატვიის, სომხეთის, თურქეთის, ინდონეზიის, ბელორუსიის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.
„ლეგენდების ქვეყანას“-ს დასკვნით გალა კონცერტს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია დაესწრნენ.