მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, 29 აგვისტოს, „ბანძის სიონობა“ აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. საღამოს კი ღია ცის ქვეშ საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მამა გიორგი ბასილაია ოჯახთან ერთად, მარტვილის სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლი ,,მარტვილი“, ჯგუფი „ურსა“ და თამთა კაკულია,.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოსახლეობა ესწრებოდა.
„ბანძის სიონობა” დეკანოზ შალვა კეკელიას ინიციატივით, მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა.