29 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბანძის სიონობა ყოველწლიურად აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა მამა გიორგი ბასილაიამ აღავლინა.
ღვთისმსახურებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი ესწრებოდა.
საღამოს 19:00 საათზე, ღია ცის ქვეშ, ბანძის სიონობასთან დაკავშირებით გაიმართება კონცერტი ადგილობრივების და ჯგუფი ,,ურსა”-ს მონაწილეობით.