მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ბანძის სიონობა“-სთან დაკავშირებით, ღია ცის ქვეშ საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მამა გიორგი ბასილაია ოჯახთან ერთად, თამთა კაკულია, მარტვილის სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლი ,,მარტვილი“ და ჯგუფი „ურსა“.
„ბანძის სიონობა” დეკანოზ შალვა კეკელიას ინიციატივით, მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა.