მარტვილის მუნიციპალიტეტში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მაღაზია „ეპიცენტრი“ გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ობიექტი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს და ფართო არჩევანს გთავაზობთ. მაღაზიაში წარმოდგენილია სამშენებლო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სხვადასხვა ხელსაწყოები და აქსესუარები. ამ ეტაპზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი.