მარტვილში ლებაჩე-ნალეფსაოს გზის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ლებაჩე-ნალეფსაოს და კანიონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონისა და ცემენტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა რეაბილიტირდება ასფალტო ბეტონის და ცემენტო ბეტონის საფარით, ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები.
პროექტის ღირებულება 953 333 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მეკა“ ახორციელებ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content