31 აგვისტო – ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მარტვილის განყოფილების უფროსმა კონსტანტინე ეხვაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სამშვიდობო ოპერაციაში დაღუპული შალვა ფაილოძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს.
შალვა ფაილოძე მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი იყო. 2012 წლის იანვარში, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა.
ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე 2016 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით დაწესდა. 25 წლის წინ, 1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.
„დღეს აღვნიშნავთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს. უკვე წლებია ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად ასრულებენ სხვადასხვა საერთაშორისო მისიას. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქცია. მეამაყება ის ფაქტი, რომ სამშვიდობო მისიას დიდი პასუხისმგებლობით ასრულება მარტვილელი შალვა ფაილოძე“ – განაცხადა თორნიკე ჯანაშიამ.