საინფორმაციო შეხვედრა საქსტატის წარმომადგენლებთან

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ერთეულებიდან. შეხვედრა მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებას აღწერის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრისას გოგიტა თოდრაძემ დეტალურად ისაუბრა აღწერის მიზნებისა და ამოცანების, აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსის შესახებ.
საქართველოში მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.
აღწერა 2 ეტაპს მოიცავს:
პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია,რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე.
მეორე ეტაპი: 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი, საქსტატის მიერ მომზადებული 11 000-მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას.
ამასთან, რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთან დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content