მეურნეობა-ლედგებეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.
დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მეურნეობა-ლედგებეს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონისა და ცემენტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ელდარ თოდუასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა რეაბილიტირდება ასფალტო ბეტონის და ცემენტო ბეტონის საფარით, ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
პროექტის ღირებულება 1 687 700 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველო“ ახორციელებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content