ჭყონდიდლობა 2024

✅25 სექტემბერს, მარტვილში ტრადიციულად წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე – “ჭყონდიდლობა“ აღინიშნება.
🌹 ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და იქვე გამართული ლიტერატურული კომპოზიცია მოისმინეს. შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები და დელეგაციის წევრები მარტვილის მონასტერში გამართულ წირვას დაესწრნენ.
👉დღის მანძილზე, ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქის ცენტრში არაერთ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას დაესწრონ და საგამოფენო სივრცეები დაათვალიერონ.
🎶ჭყონდიდლობის აღნიშვნის ღონისძიება დღის ბოლოს, ჯგუფ “რეგიონის” კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content