
მარტვილის ცენტრში მთავარ სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ დაეთვალიერებინათ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები (პედაგოგი ამალია ჭილაია), ზაზა სხულუხიას ნახატების პერსონალური გამოფენა, ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ხელთნაკეთი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სკოლამდელი დაწესებულებების ცენტრის წარმომადგენლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო.