მარტვილში „ჭყონდიდლობის“ ღონისძიებები

ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით მარტვილში მთელი დღის განმავლობაში გასართობი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.
დღესასწაულს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან. დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები სტუმრობენ.
მარტვილის ცენტრში მთავარ სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ დაეთვალიერებინათ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები (პედაგოგი ამალია ჭილაია), ზაზა სხულუხიას ნახატების პერსონალური გამოფენა, ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ხელთნაკეთი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სკოლამდელი დაწესებულებების ცენტრის წარმომადგენლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო.
ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია საპატიო მარტვილელებს დააჯილდოებს. შემდეგ კი მარტვილელების განწყობაზე იზრუნებს ჯგუფი „რეგიონი“. ღონისძიებას დაასრულებს გრანდიოზული ფოიერვერკი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content