
„ჩემი თვალით დანახული მარტვილი“

ა(ა)იპ “მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს წამახალისებელ ფოტო-კონკურსს „ჩემი თვალით დანახული მარტვილი“!
კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ბავშვების თვალით დანახული მარტვილის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები. ასევე ხელი შევუწყოთ მოზარდ თაობაში ფოტოგრაფიის როგორც ხელოვნების დარგის პოპულარიზაციას.
კონკურსში მონაწილეობა და პირობები
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია შემდეგი პირობები:

აუცილებელია მონაწილე იყოს მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე;

ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსანტის მიერ;

საკონკურსოდ წარდგენილ ფოტოს კონკურსის მონაწილემ წერილობითი სახით თან უნდა დაურთოს მოკლე აღწერა (წერილში უნდა მიეთითოს თუ სად არის გადაღებული და რა ობიექტია აღბეჭდილი ფოტოზე);

თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარადგინოს თითოეულ ნომინაციაში მაქსიმუმ 5 (ხუთი) ფოტო. (ფოტოები უნდა წარმოადგინონ CD დისკით, ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე fotokonkursi2022@yahoo.com);

ფოტოს გამოგზავნისას Subject-ში მითითებული უნდა იყოს „ფოტოკონკურსი“ და რომელ ნომინაციაში იღებს მონაწილეობას. აგრეთვე ფოტო გამოგზავნილი უნდა იყოს თანდართული ფაილის სახით;

კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება ან დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან.

კონკურსის კრიტერიუმები

საკონკურსო ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 წლისა;

ფოტო უნდა იყოს ორიგინალი და არ იყოს უკვე გამოქვეყნებული საჯაროდ;

ფოტო JPEG ან jpg ფორმატის უნდა იყოს, სასურველია მაღალი რეზოლუციის (მინიმალური ზომა 1080 X 1920) და ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 მეგაბაიტს;

ფოტო მინიმალურად უნდა იყოს დამუშავებული (მსუბუქი ცვლილებებით, ფერი ან კონტრასტი შესწორებული);

ფოტო საკონკურსოდ არ მიიღება ზედ არსებული ტექსტური წარწერით;

კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ წარადგინონ, როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ფოტოები;

კონკურსანტი ინარჩუნებს საავტორო უფლებებს ფოტოზე. თუმცა, ორგანიზატორებს აძლევენ უფლებას, დაბეჭდონ და გამოფინოს მათი ფოტოები როგორც ბეჭდურ საშუალებებში, ასევე შესაბამის ვებგვერდებზე და სხვა მედიასაშუალებებში არაკომერციული მიზნით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
შერჩევის ეტაპები:

ჟიური ნამუშევრებს განიხილავს სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, კერძოდ,

კონკურსის თემატიკა;

ტექნიკური შესრულება;

კომპოზიცია;

ორიგინალურობა.

ფოტოების შერჩევა მოხდება კომპეტენტური ჟიურის მიერ ღია კონკურსის გზით;

ჟიური შეარჩევს იმ ფოტოებს, რომლებიც დააკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს;

შერჩეულ ფოტოებს საორგანიზაციო ჯგუფი მოამზადებს გამოფენისთვის;

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯოლდოების ცერემონიალი გაიმართება

გამარჯვებულების გამოვლენა
გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:

გაცოცხლებული ისტორია – ისტორიულ-კულტურული ძეგლების და რელიგიური ნაგებობების (ასევე ფასადის ან შენობის დეტალების) საუკეთესო ფოტოკადრი;

ჩემი კუთხე – პეიზაჟი (სასურველია წელიწდის ოთხივე დროზე);

თავისუფალი თემა;

საუკეთესო პორტრეტი;
ჟიური თითოეულ ნომინაციაში თითო გამარჯვებულ გამოავლენს, რომელთაც გადაეცემათ წამახალისებელი ჯილდო – 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
ფოტოკონკურსში მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი და მოეწყობა ექსკურსია;
კონკურსში მონაწილე მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს:

მოკლე ბიოგრაფია (სახელი, გვარი, კლასი, ასაკი);

სკოლის დასახელება;

პირადი ფოტოსურათი;

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

კონკურსის ჩატარების დრო
კონკურსის გამოცხადების თარიღი:


თებერვალი;
ფოტოების მიღება:

მარტიდან –

ნოემბრის ჩათვლით;
გამარჯვებულების გამოვლენა –


ნოემბერს.

საკონტაქტო მისამართი:

. ტრიფონ ხუხუას სახელობის მარტვილის კულტურის სახლი, მის: ქ. მარტვილი, თავისუფლების 7;

. ელ.ფოსტა: fotokonkursi2022@yahoo.com
საორგანიზაციო ჯგუფი:

. გიორგი წივწივაძე, ტელ.: 599 57 90 55

გოჩა სხულუხია, ტელ.: 599 05 90 14

ზურაბ ჯამბურია, ტელ.: 577 17 93 25
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: