მერმა ახალი წელი სხვადასხვა უწყებებს მიულოცა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილეებთან ალექსანდრე ხურცილავათან და გივი ელიავასთან ერთად ახალი წელი იმ უწყებებს მიულოცეა, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ცენტრში, ენერგო-პრო ჯორჯიაში, გაზმომარაგების კომპანიში იმყოფებოდნენ, მათ საჩუქრები გადასცეს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
“ექიმები, პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ხართ ქვეყნის სამსახურში. ამისთვის გიხდით მადლობას. გილოცავთ ახალ, 2025 წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას!” – აღნიშნა თორნიკე ჯანაშიამ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content