მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მერის მოადგილემ გივი ელიავამ ახალი წელი იმ უწყებებს მიულოცეს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, საავადმყოფოში და სასწრაფო დახმარების ცენტრში იმყოფებოდნენ, მათ საჩუქრები გადასცეს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
“ექიმები, პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ხართ ქვეყნის სამსახურში. ამისთვის გიხდით მადლობას. თქვენი ღვაწლი მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვს. გილოცავთ ახალ, 2024 წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას!” – აღნიშნა თორნიკე ჯანაშიამ.