სასკოლო ფესტივალი “თეატრალური მარტვილი”

🎭10 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის ორგანიზებით სასკოლო თეატრალური ფესტივალი, “თეატრალური მარტვილი” დაიწყო.
🎭ტრიფონ ხუხუას სახელობის მარტვილის კულტურის სახლმა საბავშვო თეატრალურ დასებს უმასპინძლა.
👉სასკოლო ფესტივალში მარტვილის 7 საჯარო სკოლა იღებს მონაწილეობას. პირველ დღეს მაყურებლის წინაშე 4 საჯარო სკოლა (სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა, სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლა, სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლა, სსიპ ქ. მარტვილის N1 საჯარო სკოლა ) წარსდგა.
ფესტივალი 11 აპრილს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას სოფელ ბალდის საჯარო სკოლა, სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა და სსიპ აზა ადამიას სახელობის ქ. მარტვილის N2 საჯარო სკოლა მიიღებს მონაწილეობას.
📃ფესტივალის ბოლოს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო თეატრალური წარმოდგენა; საუკეთესო მსახიობი; საუკეთესო დადგმის ავტორი; საუკეთესო მხატვრობა/სცენოგრაფია; საუკეთესო მუსიკალური გაფორმება.
✅სასკოლო თეატრალური ფესტივალის იდეის ავტორები არიან გიორგი წივწივაძე- კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი;
გოჩა სხულუხია – კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის და თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
ზურაბ ჯამბურია – კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის მმართველი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content