🎭11 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის ორგანიზებით სასკოლო თეატრალური ფესტივალი, “თეატრალური მარტვილი”-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
🎭ფესტივალის ფარგლებში, სკოლების მიერ სპექტაკლების წარმოდგენის შემდეგ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული „თოჯინების თეატრი“ მაყურებელის წინაშე სპექტაკლით „სამი გოჭი“ წარსდგა(რეჟისორი – ლევან გაბრიჭიძე), რის შემდეგაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სკოლებისა და მსახიობების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
🎭სასკოლო თეატრალური ფესტივალის მონაწილეებმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა და მათ სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
👉დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: 🔜https://www.facebook.com/media/set/?set=a.1052368183586958&type=3