მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლი, 10-11 აპრილს, საბავშვო თეატრალურ დასებს მასპინძლობს.
სასკოლო თეატრალურ ფესტივალში „თეატრალური მარტვილი“ მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები მინი სპექტაკლებით.
დღეს, მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარსდგენენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს, თამაკონის, ლეცავეს და №1 საჯარო სკოლები.
ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო თეატრალური წარმოდგენა;
საუკეთესო მსახიობი;
საუკეთესო დადგმის ავტორი;
საუკეთესო მხატვრობა/სცენოგრაფია;
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება.
თეატრალური ფესტივალი გრძელდება. ხვალ კულტურის სახლის სცენა დაეთმობა მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის, ლედგებეს და № 2 საჯარო სკოლების თეატრალურ დასებს.