11 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტმა ფესტივალ „ჭყონდიდის“ მონაწილეებს უმასპინძლა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით რიგით მე-7 ფესტივალი ,,ჭყონდიდი” გაიმართა.
ფესტივალი ახალგაზრდა ქორეოგრაფის, გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა და მოწვეულმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა მიიღეს.
ღონისძიების ბოლოს მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ფესტივალის მონაწილეები დიპლოებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.