მე-6 ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი“

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მე-6 ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი“ გაიმართა.
ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
ხოლო ორგანიზება მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა გაუწია. ღონისძიება ღია ცის ქვეშ მოეწყო და ახალგაზრდა მოცეკვავის გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ფესტივალში ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები.
მონაწილეები მაყურებლის წინაშე სხვდასხვა ნომრებით წარსდგნენ.
ფესტივალის ბოლოს ყველა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლი დაჯილდოვდა.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია დაესწრო.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content