11 მაისს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის წინ (ღია ცის ქვეშ) გაიმართება ქორეოგრაფ გიორგი წივწივაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი“.