დამოუკიდებლობის დღე 2025

🇬🇪 26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.

🇬🇪 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევამ სურმავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს, შემდეგ კი სამხედრო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერეს.

🇬🇪 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს მოინახულოს ეთნოგრაფიული კუთხეები. ქალაქის ცენტრში გაიმართება დასკვნითი კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!

#26მაისი #ესდღეჩვენია

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content