მარტვილის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხედფინალი გაიმართა. ტურნირს სერგიეთის საფეხბურთო აკადემიის ბაზამ უმასპინძლა.
ღონისძიება ,,სპორტის, მართვის, მეთოდოლოგიის და ტექნოგლოგიების ასოციაციის” ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობა მიიღო 8 სასკოლო გუნდმა.
ტურნირი ხელს უწყობს მოზარდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და რეგიონში სპორტის პოპულარიზაციას.