მარტვილის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური გაიმართა. ტურნირს სერგიეთის საფეხბურთო აკადემიის ბაზამ უმასპინძლა.
სპორტულ ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და მერის მოადგილე გივი ელიავა ესწრებოდნენ. მათ თამაშის დაწყებამდე მარტვილის სასკოლო საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებს საჩუქრად ფორმები გადასცეს.
ღონისძიება ,,სპორტის, მართვის, მეთოდოლოგიის და ტექნოგლოგიების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და მასში 16 სასკოლო გუნდი მონაწილეობს. მათ შორის, ქალაქ მარტვილის №1 პირველი საჯარო სკოლისა და სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის გუნდები.