12 ოქტომბერს, მარტვილმა ღვინის დღეებს უმასპინძლა.
ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს მეორედ იმართება.
მარტვილის ცენტრში ღონისძიება 5 საათზე დაიწყო, ღვინის დღეების ფარგლებში მოხდა ადგილობრივი ღვინის, ყველისა და თაფლის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა ქართული თიხის ძერწვის და მეთუნეობის მასტერკლასები, ღონისძიებაზე ცალკე სივრცე დაეთმო ბავშვებისთვის შემეცნებით აქტივობებს. ღვინის დღეებზე დღის განმავლობაში შესრულდა ქალაქური სიმღერები.
ღვინის დღეები ცენტრალურ პარკში გალა კონცერტით დასრულდა, სადაც ნატო გელაშვილმა, ძმებმა ჭოხონელიძეებმა, მირზა მოდებაძემ და ზუკა ხუციშვილის ბენდმა იმღერეს.