მარტვილის მერმა მსოფლიო ჩემპიონს უმასპინძლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნაჭყებიამ მარტვილელ მსოფლიო ჩემპიონს, ზურიკო ჯოჯუას მიღწეული წარმატება მიულოცა და სპორტსმენს მარტვილის მერიაში უმასპინძლა.
ზურიკო ჯოჯუა The Cage MMA-ს ვერსიით 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სპორტსენმა გამარჯვება გერმანიაში, ორგანიზაცია Cage MMA-ს ეგიდით გაიმართულ შეჯიბრში მოიპოვა. ზურიკო ჯოჯუამ ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი მურილიო დე სილვა დაამარცხა და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content