მერმა მეხარძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

მეხანძრე-მაშველის დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
„გილოცავთ მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღეს. სამაგალითოა თქვენი თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. თქვენი სიმამაცით და ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გიწევთ სხვებზე ზრუნვა. ორი დღის წინ თქვენმა თავდადებამ ოჯახს დაუბრუნა 5 წლის დანიელ თოფურია, რამაც მთელი საქართველო გაახარა. მადლობას გიხდის ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მშვიდობიან მუშაობას!“- განაცხადა თორნიკე ჯანაშიამ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content