✅16 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების 🔹გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის სხდომები გაიმართა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
📌1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. მარტვილში, თავისუფლების ქ N10-ში მდებარე შენობა ნაგებობის მე-3 სართულზე არსებული 153 კვ.მ ფართის (ს.კ: 41.09.37.115.01.506) „ს.ს.ი.პ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს“-თვის უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემაზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
📌2. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
📌3. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
📌4. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
📌5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
📌6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
📌7. მარტვილის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ.
📌8. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 აპრილის N10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.