7 ივნისის კომისიების გაერთიანებული სხდომა

7 ივნისს, 12 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ  საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის  ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

მათ განიხილეს შემდეგი საკითხები:

1.    მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის ,,მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“ მიერთებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი-ელიზბარ ახვლედიანი, საკრებულოს სოციალურ  საკითხთა კომისიის         თავმჯდომარე/

2.    მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების (ავტომანქანა ROLBA KA 1500 ნაგავშემკრები და ავტომანქანა FAVGA 1051 ნაგავმზიდი) საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ოთხმოც პროცენტამდე შემცირების შესახებ.

/მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია,  სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

3.    ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 08 მაისის N 10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

/მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია,  სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

4.    მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ს.კ. 41.09.39.483 მიწის ნაკვეთის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (5700 ლარი) 25%-ის ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი-ლაშა ქობალია,  საკრებულოს  სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის  ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content