6 ივნისს, 12 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიამ და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიამ გაერთიანებული კომისიის სხდომა გამართა.
მათ განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.
/მომხსენებელი- ზურაბ მელიავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ს.კ. 41.09.39.483 მიწის ნაკვეთის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (5700 ლარი) 25%-ის ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. /მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/