
მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე -’’ჭყონდიდლობა’’ აღინიშნება.
2025 წლის ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა:
10:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში;
10:30 საათი – დამეგობრებული ქვეყნებიდან დელეგაციების მიღება მერიაში;
11:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
11:10 საათი – გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის მიმდებარედ ლიტერატურული კომპოზიცია „ჭყონდიდელის ეპოქა“;
11:20 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ეპოქის წარმოსახვა – ხატვა ასფალტზე; მუსიკალური რითმული აქტივობა; ნორჩი მხატვრების მიერ პეიზაჟის ხატვა; (მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია);
11:40 საათი – სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე მდებარე „ქუქითის ციხის“ ამსახველი სურათების გამოფენა და პატარა მოკლე ექსკურსია პატარა არქეოლოგების მიერ (მუზეუმის წინ);
12:00 საათი – სპორტული ღონისძიება სასპორტო სკოლის ეზოში, შეჯიბრი ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ტაეკვანდოში, კიკბოქსინგში, ტანვარჯიში და სხვა;
12:00 საათი – კონცერტი მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით;
14:00 საათი – კონცერტი მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;
14:20 საათი – მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ახალგაზრდა მასწავლებელბის დაჯილდოება;
14:30 საათი – სტუმრების მიღება მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, გამოფენები მუზეუმის საგამოფენო დარბაზში და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე;
15:00 საათიდან – ხელთნაკეთი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
15:30 საათი – სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე საფეხბურთო ფესტივალი;
17:00 საათი – მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი;
18:00 საათი – გალა კონცერტი ჯგუფი “ურსას” მონაწილეობით.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: