„ჭყონდიდლობის“ დასკვნითი ღონისძიება

მარტვილის მუნიციპალიტეტში „ჭყონდიდლობის“ აღსანიშნავი ღონისძიებები საპატიო მარტვილელის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ საპატიო მარტვილელის წოდება მიანიჭეს 10 ღვაწლმოსილ მოქალაქეს:
შორენა ახვლედიანი – პედაგოგი. 1985 წლიდან დღემდე ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი.
მაყვალა ბაღიშვილი – პედაგოგი. 1977-2024 წლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი.
ტარიელ ღვაბერიძე – საქართველოს რკინიგზის თანამშორმელი 1975-2003 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე. საქართველოს საპატიო რკინიგზელი. ღირსების ორდენოსანი.
დემურ გადელია – ინჟინერ-მექანიკოსი, მშენებელი. 1958-1995 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. 2004 წლიდან დღემდე სს. „არქეოპოლისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ფაუსტ ნადარაია – მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. რაიონული გაზეთის „მარტვილი“-ს რედაქტორი.
ინეზა ჟვანია – საკუთარი სახსრებით ააშენა დოშაყეს ადმინისტრაციულ ერთეულში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ეკლესია. ბუღალტრად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
ივლიანე ნაჭყებია – მათემატიკოსი. 1975 წლიდან დღემდე პედაგოგი სხვადასხვა სკოლაში. პედაგოგად მუშაობის 49 წლიანი გამოცდილებით.
ვივინა ძიძიგური – ბიოლოგი. პედაგოგი სხვადასხვა სკოლებში. განათლების განყოფილების მეთოდისტი. 1984 წლიდან დღემდე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
კარლო ბეჭვაია – გზათა მიმოსვლის ინჟინერი. შ.პ.ს. „მარტვილავტოგზა“-ს დირექტორი.
გიორგი წივწივაძე – 1972 წლიდან დასაქმებული იყო კულტურის სფეროში სხვადასხვა პოზიციებზე. რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი. ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „მაფშალია“, ფოლკლორის სახალხო ანსამბლი „ჭყონდიდის“ სოლისტი, სახალხო თეატრის მსახიობი. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერად.
ჭყონდიდლობის აღნიშვნა კი ჯგუფი „რეგიონის“ კონცერტით დასრულდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content