მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე -’’ჭყონდიდლობა’’ აღინიშნება.
2023 წლის ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა:
10:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში;
11:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
12:00 საათი- სპორტული ღონისძიება სასპორტო სკოლის ეზოში;
14:00 საათი- სპორტული ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე;
16:00 საათი- ქ. მარტვილის ცენტრშიგაიმართება;
ლიტერატურული კომპოზიცია – “ჭყონდიდელი და თანამედროვეობა”;
ფერწერული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა;
კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეების გამოფენები;
მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი.
სოფელი ბანძა 18:00 საათი
გალა კონცერტი ჯგუფი “რეგიონის” მონაწილეობით.
მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი;
მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებული მეწარმე ქალების და წარმატებული ხელოვანების დაჯილდოვება.