რიგგარეშე სხდომა

2021 წლის 15 მარტს 12:00 საათზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:
  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 მარტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე);
  2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად გელა საკანდელიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ (მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე);
  3. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ);
  4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი).
აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content