2021 წლის 15 მარტს 12:00 საათზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 მარტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად გელა საკანდელიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.