11 მაისს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 მაისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
4. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
5. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
6. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
7. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
8. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
9. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
10. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №56 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულება და დადგენილებები.