მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ მოქალაქეთა მიღება გამართა.
შეხვედრაზე მერმა მოქალაქეებისგან მოისმინა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. საუბარი ძირითადად შეეხო ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვას და სოციალურ საკითხებს.
მარტვილის მერის მიერ მოქალაქეთა მიღების დღეებად ხუთშაბათი და პარასკევია განსაზღვრული, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში – მერი, მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურები მოქალაქეებს ყოველდღე იღებენ.
მიღებაზე წინასწარ ჩასაწერად დარეკეთ: 500 50 41 37, 599 03 06 63 ან მობრძანდით მარტვილის მერიაში, მისამართზე თავისუფლების ქუჩა № 10.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: