17 ნოემბრის სხდომა

17 ნოემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჯერ საკრებულოს ბიუროს, ხოლო შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ელდარი თოდუა უძღვებოდა.

ბიუროს სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე განკარგულების პროექტის საკრებულოს დღის წესრიგში შეტანის შესახებ. ხოლო საკრეულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხი: მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების- „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განთავსდა საკრებულოს ვებ-გვერდზე და გასაცნობად გადაეცა საკრებულოს წევრებს, კომისიებსა და ფრაქციებს.

მარტვილის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომები გაიმართება შემდეგი განრიგით:

  1. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისია-19 ნოემბერი, 12:00 საათი;
  2. სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხთა კომისია- 19 ნოემბერი, 12:00 საათი;
  3. სოციალურ საკითხთა კომისია – 20 ნოემბერი, 12:00 საათი;
  4. ეკონომიკის,ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისია – 21 ნოემბერი, 12:00 საათი;
  5. სამანდატო,საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია- 21 ნოემბერი, 14:00 საათი;
  6. ფრაქცია „ ხალხის ძალა“ – 18 ნოემბერი, 12:00 საათი;
  7. ფრაქცია „ევროპელი სოციალისტები“ – 18 ნოემბერი, 12:00 საათი;
  8. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 21 ნოემბერი, 13:00 საათი.

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებების, შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენა მოქალაქეებს შეუძლიათ მარტვილის საკრებულოს აპარატში, (ქალაქი მარტვილი თავისუფლების N10) 2025 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content