ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი „ქუჯი“

მარტვილმა ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯის“ უმასპინძლა. ღონისძიება სკოლა „სხივში“ ჩატარდა, მას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ბირკაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ნანა ბირკაიას განცხადებით, მსგავსი ფესტივალები დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის და მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას.
კონკურსში ათი გამარჯვებული გამოვლინდა.
ღონისძიების ფარგლებში, „ქუჯის აკადემია-მუზეუმი” გაიხსნა, რომელიც ორგანიზატორების განმარტებით, მომავალში ლიტერატურული ღონისძიებებისა და კულტურული ინიციატივების ცენტრად იქცევა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content