მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ერეკლე ზარანდიამ და ნანა ბირკაიამ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა პროექტ „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ დაგეგმილ სამუშაოებს ეხებოდა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მერის მოადგილეებს, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
ხელმძღვანელი პირების შემდეგ შეხვედრა მერიის სააქტო დარბაზში გაგრძელდა, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები, ფერმერები, ტურიზმში ჩართული მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
FAO პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, მარტვილისა და კასპის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: